
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და კომიტეტის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ალბანეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ჯორიდა ტაბაკუს შეხვდნენ.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. ისაუბრეს ორი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და დაგეგმილ რეფორმებზე.
შეხვედრაზე, ლევან მახაშვილმა აღნიშნა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში ალბანეთის მიერ მიღებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
საუბარი აგრეთვე შეეხო ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ შესაძლებლობებს, ნატოსა და საერთაშორისო მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობას. ალბანეთის მხარემ გამოხატა საქართველოს რეფორმების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების სურვილი.
მხარეები შეთანხმდნენ საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიების გამართვაზე, მათ შორის, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაცია ალბანეთში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების 21-ე კონფერენციის (COSAP) ფარგლებში იმყოფება.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს