Logo

საქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი

პოლიტიკა
990
Frontnews image description

საქართველოს პარლამენტების თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და  ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარემ ვოლფგანგ სობოტკამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში „დემოკრატიის ვორქშოპების“ დაფუძნების შესახებ.

 

“დემოკრატიის ვორქშოპები“, რომელიც ავსტრიის პარლამენტში 2007 წლიდან ფუნქციონირებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო განათლების წახალისებას, პოლიტიკისა და დემოკრატიული პროცესების მიმართ ინტერესის გაღვივებას, დემოკრატიული პრინციპების და პარლამენტის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

 

ხელმოწერილი დოკუმენტით, „დემოკრატიის ვორქშოპები“ დაფუძნდება და განხორციელდება ორივე პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობით და ავსტრიის პარლამენტის მხარდაჭერით.

თაგები:

ავსტრია
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები