
ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმებას ხელი მოეწერა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორმხრივი უვიზო რეჟიმის არსებობა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება – გაღრმავების თვალსაზრისით.
ილია დარჩიაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნული შეთანხმება ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ჩინეთის მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების, ტურისტული, კულტურული და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სფეროში არსებული შესაძლებლობების სრულ გამოყენებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერილი შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი გამოხატულებაა და ურთიერთთანამშრომლობის მორიგ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგს წარმოადგენს.
ძალაში შესვლის შემდეგ შეთანხმება შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაყონ ქვეყანაში ერთჯერადად 30 დღე.
ხელშეკრულება ძალაში შევა ორი სახელმწიფოს მიერ შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.
თაგები:
ჩინეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს