საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წყალტუბოში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი წყალტუბოში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ეროვნული დღესასწაულის – 26 მაისის მნიშვნელობასა და სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ღვაწლზე ისაუბრეს.
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქის N 1 საჯარო სკოლამ წარმოადგინა მუსიკალური კომპოზიცია – “საქართველო”.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო გამოფენა – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ჩატარდა სპორტული აქტივობები, ასევე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.
თაგები:
წყალტუბო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს