საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჭიათურაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო





საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჭიათურაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
თავდაპირველად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ლაბაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
შემდეგ ღონისძიებებმა კულტურის ცენტრის მიმდებარედ გადაინაცვლა, სადაც მოეწყო ადგილობრივ მეწარმეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; საბავშვო სივრცე – სახეზე ხატვა; გასართობი ატრაქციონები; სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ქუჩის ჭადრაკში, კრივსა და ტაიკვანდოში სპორტული თამაშები ჩატარდა. (27-ე სპორტული სკოლა)
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი საბავშვო სტუდიების და ანსამბლების მონაწილეობით, საბავშვო საესტრადო კონცერტი გაიმართა.
ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, ანსამბლ “ჩანგის” მიერ, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დაიხურა, რომელშიც მონაწილეობა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: „ XXI საუკუნე“, „ჩემი სიამაყე“ , „ფესვები“ , „მნათე“, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა “ჩანგმა“ მიიღეს.
26 მაისის დღესასწაული ფოიერვერკით დასრულდა.
თაგები:
ჭიათურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს