
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არმენ სარქისიანისა და მისი მეუღლის ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
დაგეგმილია ასევე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს