საქართველოს ელჩი უკრაინაში აბასთუმანში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარს აკეთებს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე Front News-თან აბასთუმანში ხანძრის შედეგად შექმნილ სიტუაციას ეხმაურება.
“ბორჯომის ხეობაში ხანძრის შემდეგ აბასთუმანში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. დღეს დილით საქართველოში უკრაინიდან АН-32П გაემგზავრა. ბათუმიდან მისი შემთხვევის ადგილზე დისლოცირება მოხდა, სადაც ამოცანის შესრულებას შეუდგა. საქართველო მადლიერია უკრაინული მხარის”, – განაცხადა დუმბაძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის უკრაინიდან საქართველოში მეორე თვითმფრინავის გაგზავნა არ იგეგმება.
“რამდენი ხანი დაჭირდება ხანძირს ჩაქრობას, ეს მის მასშტაბზეა დამოკიდებული. სხვადასხვა ინფორმაციით, იწვის 2-დან 5 ჰა-მდე ტყე”, – აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, დუმბაძის თქმით, უკრაინა ასევე მზად იყო ჩართულიყო ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის შემდეგადაც საქართველოში უკრაინული სახანძრო თვითმფრინავი გამოემგზავრა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა