საქართველოს ექვს ქალაქში მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ექვს ქალაქში მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და ყვარელში მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და მათი თავდასხმას გმობენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ.
მათი განცხადებით, მედიაზე ძალადობა ყველაზე დიდი სისუსტის გამოხატულებაა.
გასული დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე არაერთი ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ფოტორეპორტიორი დაშავდა. ბევრ მათგანს თავს განზრახ ესხმოდნენ და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელის შეშლასთან ერთად ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს