საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა


ავტორი
Front News საქართველო
"ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია, ისეთი ბიჭები იხოცებიან, რომ ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი", – ეს სიტყვები საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას ეკუთვნის, რომელსაც დღეს 77 წელი შეუსრულებოდა.
ჟიული შარტავა 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად (გურამ გაბესკირია, რაულ ეშბა, ვახტანგ გეგელაშვილი, მამია ალასანია, ალექსანდრე ბერულავა და სხვები) დახვრიტეს სეპარატისტებმა.
სიკვდილის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
საქართველოს ეროვნული გმირი დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს