Logo

საქართველოს ეროვნული პარკები ვიზიტორებისთვის გაიხსნა

Frontnews image description

დღეიდან საქართველოს ეროვნულმა პარკებმა მუშაობა გაანახლა. ვიზიტორთათვის მარტვილის, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია იხსნება. 

ობიექტები დილის 10:00-დან 18:00 საათამდე იფუნქციონირებენ. ტარიფები უცვლელია.

​დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აუცილებელია კოვიდპანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვა. მათ შორის, დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას პირბადის ხმარება. ამასთან, ფიზიკური დისტანციის დაცვა (მინიმუმ 2 მეტრი). რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან ბილეთების შეძენა დისტანციურად.

ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები