
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ. მათი პროტესტი რექტორის მიერ სტუდენტების შეურაცხყოფას მოყვა.
სტუდენტები რექტორისაგან ბოდიშის მოხდასა და მის გადადგომას ითხოვენ.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული უნივერისტეტის რექტორმა სტუდენტს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო სტატუსი შეუწყვიტა.
ამ დროისათვის სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორთან გია კავთელიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე მათ ადმინისტრაციიდან არავინ შეხმიანებიათ.
სტუდენტები პროტესტს განათლებისა და მეცნიენების სამინისტროსთან გააგრძელებენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს