
ავტორი
Front News საქართველო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შარლ მიშელი თავდაპირველად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება და მათ შორის პირისპირ საუბარი გაიმართება.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღესვე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ამასთან, შარლ მიშელი პარლამენტში შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.
დღის ბოლოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილის სახელით სადილი გაიმართება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს