“საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში, ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე”

ავტორი
Front News საქართველო
სიმბოლური დღე არის დღეს და დიდი ემოციებით აღსავსე ვარ მე, რადგან საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც დღეს გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი ჩამოასვენეს.
„ძალიან სიმბოლური დღე არის დღეს და დიდი ემოციებით აღსავსე ვარ მე, რადგან დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, უკანასკნელი რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს მყოფი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე. დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.
თაგები:





