Logo

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საზოგადოება
1244
Frontnews image description

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ილია მეორე ალბანეთის ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

‘საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!” – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

თაგები:

პატრიარქი
Advertisement