
ავტორი
Front News საქართველო
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი გორდან გრილიჩ რადმანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს არის ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, ხორვატიის პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებთან, მათ შორის გაიმართება შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან.
ამასთან, ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და საგარეო უწყებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დიპლომატიური ტრენინგების შესახებ.
გორდან გრილიჩ რადმანის საქართველოში ვიზიტი 11 თებერვალს დასრულდება.
თაგები:
ხორვატია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს