
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხვალ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ვაჰაგნ ხაჩატურიანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირისპირ შეხვდება.
დაგეგმილია პრეზიდენტების გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით, შეხვედრა და მედიისათვის ერთობლივი განცხადებების გაკეთება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს.
თაგები:
სომხეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს