“საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება როგორც ევროკავშირში, ისე – ნატოში.
"იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში. მექნება შეხვედრები ბელგიის, ევროკავშირისა და ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია, რადგან ვაგრძელებთ წინსვლას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენი საბოლოო მიზანია სრული წევრობა ევროკავშირსა და ნატოში", – წერს პრემიერ-მინისტრი "ტვიტერზე".
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


