საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისათვის მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი 30 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
„როგორც ღმერთია მაარსებელი – სიყვარულის, მიტევების, ურთიერთპატივისცემის, ისევე ხელოვნება, კულტურა არის პირველი ხიდი, პირველი წყარო – ნდობის, სიყვარულის, ერთიანობის, ყველაზე სწორი გზა მშვიდობისა და ქვეყნის გაერთიანების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში.
ველოდებით უკუკავშირს აფხაზეთიდან, ჩვენი აფხაზი მხატვრების მხრიდან და მჯერა, რომ ჩვენი ხელოვანების ეს კეთილი ნაბიჯი იქნება ხელშესახები“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
საქველმოქმედო გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებით კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული მუზეუმისთვის, რომლის შენობაც გასულ წელს დაიწვა, ფონდის შევსებისთვის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეთავაზება, გადაცემა.
თაგები:
დავით ფაცაცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს