“საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან ვიზიტით, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ გამომგზავრებამდე მოხდეს მოქალაქეების შემოწმება, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები.
"ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობაზე სხვადასხვა სფეროში. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან ვიზიტით. იყო გარკვეული განაცხადები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. აუცილებელია, რომ გამომგზავრებამდე შემოწმება მოხდეს მოქალაქეების, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები", – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს