
ავტორი
Front News საქართველო
ტალინში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს მოქალაქეებმა 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და აქციაზე მედიის წარმომადგენლების ცემის ფაქტები მდუმარე აქციით გააპროტესტეს.
მათ ასევე მწუხარება გამოხატეს “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
“საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში საფრთხეშია. აქ ვდგავართ ის ადამიანები, ვისაც უბრალოდ გული შეგვტკივა სამშობლოში მიმდინარე არადემოკრატიულ პროცესებზე”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ვახო კაჩუხაშვილმა.
5 ივლისს, “პრაიდის” მოწინააღმდეგე, ჰომოფობიურად განწყობილი რადიკალი ჯგუფების ძალადობის შედეგად მოქალაქეები, მათ შორის მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა. “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს