საქართველოს მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა ვადა, მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და ასევე, მოქალაქეობის შენარჩუნების უფლებით სარგებლობისა.
საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნული კანონის მიღებასა და ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, დეპუტატობის პერიოდში დაიწყო“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ეტაპზე კი, საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება-შენარჩუნება-აღდგენის წესების გამარტივებაზე.
თაგები:


საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება

გახსენი “საქართველოს ბანკის” ბიზნესანგარიში 31 დეკემბრამდე და ისარგებლე სპეციალური შეთავაზებით

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” – რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ფარცხალაძემ რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების ქონება შეიძინა