საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კომიტეტის თავმჯდომარისა და კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არსებული კანონმდებლობით საქართველოს ყოფილ ან მოქმედ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის იღებენ, ეძლევათ შესაძლებლობა გამარტივებული წესით აღადგინონ ან შეინარჩუნონ მოქალაქეობა. აღნიშნული მექანიზმის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურება.
“კანონპროექტით მოქალაქეობის შენარჩუნებისა და მოქალაქეობის აღდგენის ვადა ორი წლით გაგრძელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
თაგები:
მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს მოქალაქეობის დროებით აღდგენისა და შენარჩუნების უფლებით სარგებლობის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით 500 Global-ის აქსელერაციას კიდევ 15 სტარტაპი გაივლის

ნანა კაკაბაძე – ევროკავშირიც, ნატოც და სხვა გაერთიანებებიც ჩვენთვის მხოლოდ საშუალებაა მთავარი მიზნის, საქართველოს დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად