საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია 27:16 დაამარცხა


ავტორი
Front News საქართველო
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა.
მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 27:16 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი პორტუგალიის სასარგებლოდ, ანგარიშით 13:10 დასრულდა. მატჩის 18-ე წუთზე პირველი ლელო მირიან მოდებაძემ დადო, 27-ე წუთზე კი – ჯაბა ბრეგვაძემ. შეხვედრის მეორე ნახევარში, გიორგი მელიქიძის ლელომ საქართველო დააწინაურა და ანგარიში 17:16 გახდა. 66-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა სხვაობა 6-მდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებმა, ჯამურად, 22 ქულა მიითვალა. 79-ე წუთმა, თორნიკე ჯალაღონიას ლელომ შეხვედრის საბოლოო ანგარიში განსაზღვრა და ქართველებმა 27 ქულამდე გაზარდეს შედეგი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს