
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობა უსამძიმრებს რუს ხალხსა და დაღუპულების ოჯახებს.
“საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებთ რუს ხალხს. ვუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
22 მარტს ცნობილი გახდა მოსკოვის მახლობლად მდებარე ცენტრში Crocus City Hall-ში მომხდარი სროლის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა გახსნა, რასაც აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
თაგები:
მოსკოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს