
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო 3:1 დაამარცხა. შეხვედრა პოდგორიცაში გაიმართა.
ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, 33-ე წუთზე კი “ჯვაროსნების“ უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ გაზარდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლებმა ერთი ბურთის გაქვითა მოახერხეს, თუმცა 83-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
ხვალ საქართველოს ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება, სადაც 14 ივნისს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ნაკრები კონტინენტის პირველობაზე F-ჯგუფში იასპარეზებს. პირველ შეხვედრას “ჯვაროსნები“ 18 ივნისს, თურქეთთან გამართავენ, 22 ივნისს ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას.
თაგები:
ფეხბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს