
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ.
სტუმრებს შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
პარლამენტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან.
სამი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს