
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში შეხვედრებს მართავს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა შეხვედრა გამართეს აზერბაიჯანის პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბახტიარ ალიევთან და კომიტეტის წევრებთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის პარლამენტებს და დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაძლიერებაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები: გიორგი სოსიაშვილი და როსტომ ჩხეიძე.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს