
ავტორი
Front News საქართველო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ 12-13 სექტემბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტის წევრებთან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარესთან, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელთან, საგარეო საქმეთა კომიტეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის და ადამიანის უფლებების დაცვის ქვეკომიტეტის წევრებთან.
“შეხვედრებისას განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და საქართველოს პროგრესი, ასევე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს პერსპექტივა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს და საფრთხეებს, ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთან მიმართებაში.
ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში 20-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ევროპარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს