Logo

საქართველოს რამდენიმე ქალაქში მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება

პოლიტიკა
04.01.2023 / 18:29
Frontnews image description

საქართველოს რამდენიმე ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება.

 

თბილისში აქცია მშვიდობის ხიდზე და კანცელარიასთან მიმდინარეობს. აქციები ტარდება ასევე სხვა ქალაქებში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში.

 

აქცია ქუთაისის პარალელურად რამდენიმე დიდ ქალაქში ტარდება და მისი მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას და ამ მიზნით მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.

 

მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც, საქართველოს საელჩოებთან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები