საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს


ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air ფრენებს ციურიხი – თბილისი – ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 20 მარტს მიანიჭა.
Edelweiss Air ორიენტირებულია დასვენებისა და მოგზაურობის მსურველებისთვის ტურისტული მიმართულებების შეთავაზებით. ავიაკომპანიის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა ხელმისაწვდომს გახდის საქართველოსა და შვეიცარიას შორის გადაადგილებას და ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადების გაზრდას.
თაგები:
ავიამიმოსვლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს