
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში, ქალაქ გაზიანთიფში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო თურქეთის ხელისუფლებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა.
დაღუპულთა შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე და 3 მედიკოსი და 8 მგზავრი.
შემთხვევა გაზიანთეფ-ნიზიპის ავტომაგისტრალზე მოხდა. სამაშველო სამსახურები და ჟურნალისტები ამავე მაგისტრალზე მომხდარი საავტომობილო ავარიის შემთხვევის ადგილას მიდიოდნენ, როცა დაშავებული მანქანიდან დაახლოებით 200 მეტრში სამგზავრო ავტობუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო მანქანებს და ასევე ერთ-ერთი თურქული საინფორმაციო სააგენტოს ავტომობილს დაეჯახა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს