
ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოს სასამართლოს გუშაგი” საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მხარდაჭერას უცხადებს.
“ბოლო დროს გახშირდა სიტყვიერი თავდასხმა ქალბატონ კელი დეგნანზე – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე საქართველოში.
“საქართველოს სასამართლოს გუშაგისთვის“ განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს სასამართლო სისტემის მოქმედმა, თუ ყოფილმა წარმომადგენლებმაც.
ჩვენ გვახსოვს და ვაფასებთ დახმარებას, რასაც შეერთებული შტატები საქართველოს უწევს, მათ შორის, დემოკრატიის გაძლიერების მიზნით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ხალხის დახმარება მართლმსაჯულების სფეროში.
“საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ მადლობას უხდის აშშ-ის საელჩოსა და პირადად ელჩ კელი დეგნანს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
იმედი გვაქვს, ცალკეული პირების უპასუხისმგებლო განცხადებები ვერ შეაფერხებს ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ საჭირო და მნიშვნელოვან თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს