საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციები იმართება

ავტორი
Front News საქართველო
დღეს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციები იმართება. აქცია ყველა ლოკაციაზე ზუსტად ერთ დროს – 16:00 საათზე დაიწყება.
აქციები გაიმართება:
გუმათი — ჰესთან
ბათუმი — ერას მოედანი
ქობულეთი — ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე
ბოლნისი — ცენტრალური შესასვლელი
რუსთავი — გმირთა მემორიალის სკვერი
ზუგდიდი — მთავარი მოედანი
ფოთი — რუსთაველის რკალი, კოლხი დედის ძეგლთან
წყალტუბო — გასასვლელში მოედანთან (ტაბიძის )
ლენტეხი — რაიონში შესასვლელთან
ყაზბეგი — სტეფანწმინდის მოედანთან
ლანჩხუთი — ჟორდანიას ქუჩა
თერჯოლა — ცენტრი, საკათედრო ტაძარი
რუისი — აგრო ბაზრის მიმდებარედ
გორი — სტალინის ბაღი
ზესტაფონი —მერიის წინ სკვერში
ცაგერი — შესასვლელ მაგისტრალზე
თელავი — ცენტრალურ შესასვლელთან
ხელისუფლებამ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ამიტომ ხეობის მცველები პროტესტს აგრძელებენ, 23 მაისს, კი თბილისში, მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.
თაგები:





