“საქართველოს სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გეზი, არავის სხვას ამ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს”

ავტორი
Front News საქართველო
ნატო-ს კარი ღიაა და რუსეთს არ აქვს უფლება, დაბლოკოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანება,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებას და ეხმარება ამ გზაზე.
"ნატო-ს კარი ღიაა და ეს მკაფიოდ გამოჩნდა, როდესაც ალიანსში სულ რამდენიმე წლის წინ მივიღეთ მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. ეს ნიშნავს, რომ ნატო მზადაა, ახალი წევრების მისაღებად და ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის რეალობა. ეს ხდება, როდესაც ალიანსის ყველა წევრი თანხმდება და როდესაც ასპირანტი ქვეყანა აკმაყოფილებს სტანდარტებს. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იგივე შეტყობინება გადავეცი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაწევრიანდეს ნატო-ში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე. მათ შორის რეფორმებისა და დემოკრატიული ინსტუტუტების განმტკიცების მხარდაჭერით. მე ვერ ვისაუბრებ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ნაცვლად, მაგრამ ველოდები აშშ-ის სახელმწფო მდივანთან შეხვედრას აქ, ნატო-ში და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება რუსეთი. რუსეთმა რამდენჯერმე გამოხატა, რომ მას აქვს უფლება, დაბლოკოს ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება. ეს ვნახეთ ბოლოს ბოსნია და ჰერეცეგოვინას შემთხვევაში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არც ერთ სხვა ქვეყანას, გარდა ნატო-ს წევრებისა და ასპირანტი სახელმწიფოს, არ აქვს უფლება, მიიღოს კონკრეტული ქვეყნის ნატო-ში გაწვრიანების გადაწყვეტილება და ეს ეხება საქართველოსაც. საქართველოს სუვერენული უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გეზი. არავის სხვას ამ დემოკრატიულ პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


