საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატში მე- 3 საპრიზო ადგილი მოიპოვა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა დუბაის საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მორაგბეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. მან გუნდის წევრებს საერთაშორისო ტურნირში ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და უწყების სახელით სამომავლოდ მხარდაჭერა აღუთქვა.
საქართველოს თავდაცვის ძალების მორაგბეთა გუნდმა მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის გუნდი ანგარიშით – 14:12 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა. დუბაის საერთაშორისო ტურნირი “დუბაის შვიდკაცა“ 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. ტურნირში სხვადასხვა ქვეყნის 32 გუნდი მონაწილეობდა.
თაგები:
სამხედროები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა