
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების რაგბის გუნდმა მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა. 8 გუნდს შორის გამართულ ფინალურ მატჩში ნაკრებმა გუნდმა ავსტრალიის გუნდი დამაჯერებლად, ანგარიშით 55-16 დაამარცხა და გამარჯვებულის თასი მოიპოვა.
ნაკრებმა გუნდმა „Defence Lelos“ ტურნირზე ხუთი თამაშიდან ოთხის მოგება მოახერხა და მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გუნდთან დამარცხდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა.
თავდაცვის ძალების გუნდი ჩემპიონატში მისაღებად მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა. ნაკრების წევრებმა ტაქტიკურ-ტექნიკური ვარჯიშები ავჭალის რაგბის მოედანზე და მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატი საფრანგეთში 16 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ბრეტანის რეგიონში იმართებოდა და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის გუნდი იღებდა. რაგბის სამხედრო მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ ჩატარდა და მასში საქართველოს თავდაცვის ძალებმა მესამედ მიიღო მონაწილეობა.
თაგები:
რაგბი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს