საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა


ავტორი
Front News საქართველო
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) რეკრუტთა საწვრთნელი მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან სამხედროები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გააგრძელებენ მსახურს.
რეკრუტებს კურსის დამთავრება საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა და საქართველოს თავდაცვის ძალებში ღირსეული მსახური უსურვა. რეკრუტთა მესამე ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს წარჩინების სერტიფიკატები და საპატიო სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელი პირები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები და პროექტ ,,ჯარის ბანაკის“ მონაწილეები დაესწრნენ.
რეკრუტები საწყის საბრძოლო მომზადებას BCT ცენტრში რვა კვირის განმავლობაში გადიოდნენ. მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საერთო საჯარისო წესდებები შეისწავლეს.
თაგები:
ჯარი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა