
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის იყო, რომლებსაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, რომელსაც აშშ-ის მდივნის საქართველოში ვიზიტისას მოეწერა ხელი.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს