
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახალდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე განიხილეს კორონავირუსის პანდემიამდე თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის აღდგენისა და განვითარების საკითხები. ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჯუანშერ ბურჭულაძემ დიპლომატს ჩინეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს