
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, იმანიში ტაკაო დაესწრო.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს