
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძეს შვედმა კოლეგამ პოლ იონსონმა და სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოჰლინმა უმასპინძლეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედეთის მხარეს თავდაცვის სფეროში მტკიცე პოლიტიკური და მნიშვნელოვანი პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“აღინიშნა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში შვედეთის მნიშვნელოვანი წვლილიც.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებებზე. აღინიშნა შვედეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე. განხილვის მთავარ თემას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები წარმოადგენდა. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ჯუანშერ ბურჭულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს