საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა


ავტორი
Front News საქართველო
წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი ხაინდრავამ, გიორგი ბუბუნაურმა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ლაბაძემ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიის „Ottobock SE & Co. KgaA“-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებსა და მათთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უწყების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა „Ottobock SE & Co. KgaA“ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის უმაღლესი ხარისხის პროთეზების მიწოდებას ითვალისწინებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და „Ottobock SE & Co. KgaA“-ის წარმომადგენელმა დენის ვოლტერმა მოაწერეს.
ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის უწყება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 28 ერთეულ ქვედა კიდურისა და 7 ერთეულ ზედა კიდურის პროთეზს შეისყიდის. პროთეზების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ეტაპობრივად განხორციელდება.
საგარანტიო პერიოდში კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს პროთეზების გეგმიურ სერვისულ შემოწმებასა და შეკეთებას.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს