საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები ესტუმრნენ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს ინსპექტირების, რეინსპექტირების, გამოძიების, დახმარებისა და სწავლების შესახებ დეტალური პრეზენტაციები წარუდგინეს. ქართულმა მხარემ კი, მათ საკუთარი საქმიანობის ძირითადი ასპექტები გააცნო.
თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალურ ინსპექციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს