საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონურ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა პოლონური კომპანია – “MESKO S.A”-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში თანამედროვე ტიპის, ნატოს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის მნიშვნელობას, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.
მხარეებმა, ასევე განიხილეს თავდაცვის უწყებასა და პოლონურ კომპანიას შორის თანამშრომლობის გეგმები.
მოგვიანებით, ხელი მოეწერა პოლონური წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა