
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უმაღლესი განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა საიასატ ნურბეკმა მოაწერეს.
“ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ დღეს საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი.
აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
ჩვენი მიზანია, ქართველ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, მიიღონ განათლება და გაიარონ სტაჟირება ყაზახეთის უნივერსიტეტებში და, პირიქით, ჩვენ მივიღოთ ყაზახი სტუდენტები საქართველოში”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
თაგები:
ყაზახეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს