
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა. ვაქცინები სპეცრეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოიტანეს. ამ დროისთვის, ვაქცინების დასაწყობება მიმდინარეობს. მისი შენახვის პირობები +2 და + 8 გრადუსია.
„სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭების მოლოდინშია და პროცესი სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებს.
მათივე ინფორმაციით, „სინოფარმით“ აცრის საშუალება ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს და სამედიცინო პერსონალს ექნებათ.
„დღეს ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიდის. „სინოფარმის“ გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები დღესაც არსებობს და მოქალაქეს არჩევანის გაკეთება შეუძლია, მაგრამ რადგან ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები გამოვიყენოთ, ვფიქრობ, მეტი ნდობა ექნება ვაქცინას მას შემდეგ, რაც ავტორიზაციას მიიღებს“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს