საქართველოში 24 საათში კორონავირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 732 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 638 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 356 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.56%
თაგები:





