საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებისთვის 2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და რეფორმებს გაეცნენ.
2023 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ პარტნიორებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დიპლომატებთან ათწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების განვითარების ძირითად პროექტებსა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევებიც განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მთელი წლის განმავლობაში, სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფს სტუმრობენ და მიმდინარე ღონისძიებებს ეცნობიან.
თაგები:
სამხედროები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა