
ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის, "კოვიდ 19"-ის გარდა, სხვა კორონავირუსებიც ცირკულირებს, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივი მიმდინარეობა აქვს.
მისივე თქმით, ამის გარჩევის ერთადერთ გზა ტესტირებაა.
"ქვეყანაში ყოველკვირეულად მიმდინარეობს მონიტორინგი სხვა ტიპის ვირუსებთან დაკავშირებით. ბოლო კვირებში სხვა ე.წ. გაციების ვირუსებიც ცირკულირებს, მათ შორის COVID-19-ის გარდა ჩვეულებრივი კორონავირუსებიცაა, რომლებიც გაციებას იწვევს და ჩვეულებრივად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გარკვეული ადენოვირუსები და რინოვირუსებიცაა, რომლებიც, ძირითადად, სურდოს იწვევს. ამის გარჩევის ერთადერთი გზა არის ის, რომ თუ ადამიანს აქვს ტემპერატურა და რაიმე სიმპტომი, პირველ რიგში, მან უნდა ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე“, – განაცხადა იმნაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს