Logo

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

საზოგადოება
1013
Frontnews image description

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია  წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან  ძლიერი, 17-18 თებერვალს ჰაერის ტემპერატურის  მნიშვნელოვანი დაკლება, ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.  

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და  მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე  დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შასაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

19-22 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში  -4, -6, ქვემო ქართლის ბარში  -5, -7 და შიდა ქართლის ბარში -11, -13  გრადუსამდე. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის  მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

თაგები:

Advertisement